დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ზამურ ჭითანავამ ბოლნისში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად და ეფექტურად განხორციელდეს, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურში გამოვლენილ კორუფციის ფაქტებს და კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, კორუფცია ხელს უშლის საჯარო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას, ასუსტებს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და აფერხებს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. მისივე თქმით, კორუფციის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.




