„ბრიჯერტონის“ მეოთხე სეზონის ახალი კადრები გამოქვეყნდა

Entertainment Weekly-მ სერიალ „ბრიჯერტონის“ მეოთხე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა, რომელზეც შოუს პერსონაჟების ნაწილია გამოსახული.
მეოთხე სეზონი 2 ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნახევრის ნახვას მაყურებელი 29 იანვარს, მეორის კი 26 თებერვალს შეძლებს.

სერიალის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანებზე იქნება დაფუძნებული და ამჯერად სიუჟეტის ცენტრში ბენედიქტ ბრიჯერტონისა და სოფი ბეკეტის ისტორია იქნება. მთავარ როლებს სერიალში ლუკ ტომპსონი და იერინ ჰა ასრულებენ. ძველ როლებს ასევე დაუბრუნდებიან ლუკ ნიუტონი, ნიკოლა კოჰლანი, ჯონათან ბეილი, სიმონ ეშლი, კლაუდია ჯესი, აჯოა ანდოჰი სხვები.

უახლესი

მსგავსი სტატიები