BTS-ის წევრებმა ახალი მუსიკის გამოშვების დრო დაასახელეს

BTS-ის წევრებმა განაცხადეს, რომ ჯგუფის ახალი რელიზის გამოშვება 2026 წლის მარტის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. RM-მა, V-მ და J-hope-მა კეი-პოპ ჯგუფის სამომავლო გეგმების შესახებ სეულში, გამოცემა W-ს ღონისძიებაზე Korea Love Your W ისაუბრეს.

„გთხოვთ, მოუთმენლად დაელოდოთ მარტის ბოლოს“, – მიმართა ფანებს RM-მა. მან დასძინა, რომ ახლა ჯგუფი ახალი მასალის გამოსაშვებად აქტიურად ემზადება: გეგმებში აქვთ ფოტოსესია და კლიპის გადაღებები.

მანამდე, ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს, წევრებმა ახალი ერთობლივი ალბომის გამოშვება და მის მხარდასაჭერად დაგეგმილი მსოფლიო ტური დააანონსეს. „ალბომზე მუშაობას ისეთივე განწყობით ვუდგებით, როგორც კარიერის დასაწყისში გვქონდა“, – განაცხადეს მუსიკოსებმა.

2022 წელს BTS-მა მუსიკალური საქმიანობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით შეაჩერა. ჯგუფის ბოლო წევრი ჯარიდან 2025 წლის ივნისში დაბრუნდა.

უახლესი

მსგავსი სტატიები