— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

ჩერგოლეიშვილი ტულსი გაბარდზე: ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს. მისი პოზიცია დასუსტდა

ჩერგოლეიშვილი ტულსი გაბარდზე: ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს. მისი პოზიცია დასუსტდა

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ ის ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს.

მისი თქმით, გაბარდის პოზიცია ტრამპის ადმინისტრაციაში დასუსტდა კენტის გადადგომის შემდეგ.

“ჯო კენტი, რომელიც ირანის ომის გამო გადადგა, ტულსი გაბარდის მოკავშირე იყო (მისი აპარატის უფროსი იყო იქამდე).

კენტმა ისრაელს დააბრალა ამერიკის სამხედრო ოპერაცია ირანში, რომლის შედეგადაც ირანის თითქმის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ელიტა განადგურდა.

ტულსი გაბარდს ივანიშვილის რეჟიმი ებღაუჭება, როგორც ხავსს, რადგან ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს და ამყარებს წარმოდგენას, რომ შეერთებული შტატების იმედი არ შეიძლება გვქონდეს – “ივანიშვილი მართალია, რუსეთის უკანალში რომ გვტენის”.

გაბარდის პოზიცია ტრამპის ადმინისტრაციაში დასუსტდა კენტის გადადგომის შემდეგ.

საგულისხმოა, რომ თავად გაბარდი ზელენსკის აბრალებდა მესამე მსოფლიო ომში ტრამპის ჩათრევის მცდელობას.”- წერს ჩერგოლეიშვილი.