— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

ჩუღურეთის რაიონში გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტები რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ შეაჯამა. წლიურ ანგარიშს თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ჩუღურეთი ერთ-ერთი უძველესი და რთული რელიეფის მქონე რაიონია დედაქალაქში, რასაც თან ახლავს სპეციფიკური გამოწვევები. ამის გათვალისწინებით, გამგეობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაა.

„ყოველწლიურად ჩუღურეთის რაიონში ყველაზე მეტი გრუნტის თუ ფერდობის დამჭერი კედელი ეწყობა. ამასთან, თბილისური ტიპის ეზოების სიმრავლიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი ამხანაგობა სწორედ ამ რაიონში ფიქსირდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წელს 147 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 5 596 080 ლარი დაიხარჯა“, – აღნიშნა რაიონის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ.

საანგარიშო 2025 წელს, ჩუღურეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს 8 148 873 ლარი მოხმარდა.

„მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, რაიონს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბევრი ახალი რეკრეაციული სივრცე თუ სპორტული მოედანი მოეწყოს, თუმცა წელს, მარუაშვილის ქუჩაზე, N50-ის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი გაკეთდა“, – განაცხადა დავით მაქაცარიამ.

სოციალური მიმართულებისა და ჯანდაცვის პროგრამების კუთხით, 4 161 958 ლარით სულ დაფინანსდა 13 711 განაცხადი.

რაც შეეხება სხვადასხვა სახის კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, ამ დრომდე 4 ღონისძიება უკვე ჩატარდა, ხოლო წლის ბოლოს საახალწლო-საზეიმო ღონისძიების გამართვაც იგეგმება.

დავით მაქაცარიამ გამგეობის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო მოსახლეობას ჩართულობისთვის, მადლობა გადაუხადა.

ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე, თბილისის მერიის წარმომადგენლები და რაიონის მოსახლეობა დაესწრო.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ