— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

„CNN“: აშშ-ში, მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს

„CNN“: აშშ-ში, მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური…

მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები მინეაპოლისში საიმიგრაციო სამსახურის აგენტის მიერ ქალის მკვლელობას აპროტესტებდნენ.

როგორც მედია წერს, სამართალდამცველებმა ქიმიური ნივთიერებების გაშვების გზით შეძლეს ზოგიერთი დემონსტრანტის ფედერალური შენობის შესასვლელიდან გარიდება. ვიდეოში ჩანს, რომ ნივთიერების გაშვების შემდეგ დემონსტრანტების ნაწილი ახველებს და სუნთქვა უჭირს.

გავრცელებული ცნობით, მანამდე ფედერალურმა აგენტებმა მომიტინგეთა ნაწილის წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი.

ცნობისთვის, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ინციდენტს – „შიდა ტერორიზმის აქტი“, თავად ქალს კი „არეულობის მონაწილე“ უწოდა და აღნიშნა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერმა „თავდაცვითი გასროლა“ განახორციელა.

მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი კი ICE-ს აგენტის მონაწილეობით მომხდარი სროლის გამო შეშფოთებულია და მოითხოვს, რომ მათ ქალაქი დაუყოვნებლივ დატოვონ.