— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
მსოფლიო

CNN: უკრაინა ქვრივებისა და ობლების ერი ხდება და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას

CNN: უკრაინა ქვრივებისა და ობლების ერი ხდება და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას

„უკრაინა ქვრივებისა და ობლების ერი ხდება და ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას“, – მასალას ამ სათაურით CNN-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ომის მეოთხე წლისთავის მოახლოებასთან ერთად, უკრაინაში შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად ეცემა. მოსახლეობის დიდ ნაწილს რეპროდუქციული პრობლემები აქვს. ხოლო ისინი, ვისაც შვილის გაჩენა შეუძლიათ, ქვეყანაში არსებული პირობების გამო ამ ნაბიჯს სამომავლოდ დებენ. პარალელურად, ფრონტის ხაზზე დანაკარგები იზრდება, მილიონობით ლტოლვილი კი საზღვარგარეთ დარჩა.

უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე ომამდეც საკმაოდ დაბალი და ძალიან არათანაბრად განაწილებული იყო. თუმცა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაკარგა – მათ შორის ისინი, ვინც დაიღუპა, ქვეყანა დატოვა ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩა. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შობადობა წლების განმავლობაში მცირდებოდა (რაც მთელი ევროპისთვის საერთო ტენდენციაა), ახლა ეს პროცესი თითქმის სრულ კოლაფსამდე მივიდა.

„ეს გამოწვევები უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს, – აღნიშნულია სტატიაში.