— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონგრესში „გამოყენებითი კონსერვაციის ტექნოლოგიები (ACT Con 2025)“, რომელიც ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონგრესში „გამოყენებითი კონსერვაციის…

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონგრესში „გამოყენებითი კონსერვაციის ტექნოლოგიები (ACT Con 2025)“, რომელიც ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართა.

ღონისძიება აერთიანებდა ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროს წამყვან სპეციალისტებსა და მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიზნად ისახავდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომების განხილვასა და მათი პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობას კონსერვაციის პროცესებში.

მონაწილეებმა განიხილეს ისეთ აქტუალური თემები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის, დისტანციური მონიტორინგის, ბიომეტრიული სისტემებისა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ბუნების დაცვის პრაქტიკაში.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ტერიტორიების დაცვისა და პატრულირების, სამართალდარღვევათა გამოვლენისა და ხანძრის პრევენციის ეფექტიანობის გასაზრდელად. სააგენტო იყენებს SMART ტექნოლოგიების, სითბური დრონებით მონიტორინგის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წინასწარი შეტყობინების სისტემებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობა კონგრესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, თანამედროვე ტენდენციების გაცნობის და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების კუთხით. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება სააგენტოს გუნდს განავითაროს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული მართვის მოდელები.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ