თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: მცდელობა, შეიზღუდოს დისკუსიის პლატფორმები, ვერ გახდება პოლიტიკური პროცესის შეჩერების ინსტრუმენტი. დებატები გაგრძელდება, რადგან ღია პოლემიკა უკვე იქცა საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად

დავით ჩიხელიძე: მცდელობა, შეიზღუდოს დისკუსიის პლატფორმები, ვერ გახდება პოლიტიკური პროცესის შეჩერების ინსტრუმენტი. დებატები…

“იმედის” და “პოს ტვ”-ის დასჯა შესაძლებელია განვიხილოთ “იმედზე” დაწყებული დებატების კონტექსტშიც, ის ემთხვევა დებატების აქტიურ ფაზას, დებატების მიმდინარეობისას საზოგადოებამ უშუალოდ იხილა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები, რამაც მკაფიოდ წარმოაჩინა, ვინ რამდენად არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ასაბუთებდა საკუთარ ხედვებს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, აღნიშნულმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვია დებატების ჩაშლის მცდელობა იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც საკუთარი მარცხის თავიდან აცილებას ცდილობენ.

მისი შეფასებით, დებატები თავად წარმოადგენს პოლარიზაციის შემცირების მძლავრ ინსტრუმენტს, რადგან მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში მოისმინონ განსხვავებული მოსაზრებები, დასვან კითხვები და დამოუკიდებლად შეაფასონ არგუმენტები.

„იმედის და პოს ტვ-ის დასჯა შესაძლებელია განვიხილოთ იმედზე დაწყებული დებატების კონტექსტშიც, ის ემთხვევა დებატების აქტიურ ფაზას, დებატების მიმდინარეობისას საზოგადოებამ უშუალოდ იხილა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები, რამაც მკაფიოდ წარმოაჩინა, ვინ რამდენად არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ასაბუთებდა საკუთარ ხედვებს. რიგ შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილი დებატებში მონაწილეობას საერთოდ არ დათანხმდა, ხოლო ისინი ვინც მონაწილეობა მიიღო, სამარცხვინოდ დამარცხდა, მათ ან საკუთარი პოზიციების უარყოფა მოუწიათ, ან ახალი “არგუმენტების” გამოგონება, რამაც სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო.
ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა ხომ არ იქცევა დებატების ჩაშლის მცდელობა გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის თვითგადარჩენის სტრატეგიად. როდესაც ღია ეთერში ხდება არგუმენტების შედარება და საზოგადოება ხედავს პოზიციების სისუსტესა და არათანმიმდევრულობას, პროცესის შეჩერება შეიძლება განხილულ იყოს მარცხისგან თავის არიდების გზად.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია რომ დებატები თავად წარმოადგენს პოლარიზაციის შემცირების ინსტრუმენტს. როდესაც საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, ერთ სივრცეში მოისმინოს განსხვავებული აზრი, კითხვები დასვას და პასუხები შეაფასოს, ეს ამცირებს მანიპულაციისა და ცალმხრივი ინფორმაციის რისკს. დებატები ქმნის კონკურენტულ გარემოს იდეებს შორის და არა ადამიანებს შორის დაპირისპირებას.
დებატების დაწყებამ უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგი. საზოგადოებას მიეცა რეალური შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები, შეადაროს არგუმენტები და მათი მართებულობიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც აქვს სივრცე, წარმოაჩინოს საკუთარი ხედვები, დაიცვას პოზიციები და პასუხი გასცეს კრიტიკას. ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.
საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე არსებობდა დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მცდელობა. 2007 წელს დაიხურა ტელეკომპანია იმედი, რაც აბსურდული საფუძვლით იყო ახსნილი, დღესაც, ბანალური არგუმენტებით მედიის შეზღუდვის მცდელობა შეიძლება იმავე გზის გაგრძელებად აღიქმებოდეს. თუმცა დღევანდელი რეალობა განსხვავებულია საზოგადოება უფრო მეტად არის ჩართული და კრიტიკულად განწყობილი, მედია სივრცე მრავალფეროვანია და დებატების სრულად ჩახშობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მცდელობა, შეიზღუდოს დისკუსიის პლატფორმები, ვერ გახდება პოლიტიკური პროცესის შეჩერების ინსტრუმენტი. დებატები გაგრძელდება, რადგან ღია პოლემიკა უკვე იქცა საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

12 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

14 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ