— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ – ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება

დავით ქართველიშვილი: „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ – ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია…

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას „ფეისბუკ“ პოსტს ეხმიანება, რომელშიც გვარამია MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილს ემუქრება. აღნიშნულ მუქარას წინ უძღოდა გიორგი ქართველიშვილის ინიციატივა ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ – ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის ნიკა გვარამიაზეც კი არ ძალადობს. ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედები და ჯალათები მადლობას უნდა უხდიდეთ ხელისუფლებას, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ – მორგში რომ არ დაამთავრეთ იმისთვის.

„ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ – ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება.
იმ წლებში ციხეც მორგს ნიშნავდა, თავისუფლებაზე ყოფნაც და ყველაფერი, თუკი ეს რეჟიმს სჭირდებოდა, ან არ სჭირდებოდა, მაგრამ მოესურვებოდა… ასე რომ, ნიკა გვარამიას რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლაც ბევრი ამთავრებდა „მორგში“.
საბედნიეროდ, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის ნიკა გვარამიაზეც კი არ ძალადობს. ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედები და ჯალათები მადლობას უნდა უხდიდეთ ხელისუფლებას, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ – მორგში რომ არ დაამთავრეთ იმისთვის.
და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არათუ არ ძალადობს, არამედ სამართალდამცავი უწყებები მათი უფლებების, პირველ რიგში – სიცოცხლის უფლების დაცვას უზრუნველყოფენ, ვფიქრობ, ნიკა გვარამია მინიმუმ ფრთხილად უნდა იყოს, როცა ასეთ მუქარას აჟღერებს, რადგან სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები ყველგან და ყოველთვის ვერ იქნებიან, მის მიერ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასრულებული მუქარების გამო კი, მისი დღევანდელი სტატუსი შესაძლოა ვინმემ სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხედ აღიქვას და თავდაცვის მიზნით რაღაც მოიმოქმედოს.“ – წერს ქართველიშვილი.

https://www.facebook.com/share/1AsQj5ritk/?mibextid=wwXIfr

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

15 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

15 სთ წინ3 წთ