თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი „რადიო თბილისის“ სტატიაზე: როდესაც ამ დეზინფორმაციული სტატიის ავტორი ამბობს, რომ ცოტნე ივანიშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს მედიის თავისუფლებასა და სანდოობაზე, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი ცინიზმი და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობა

დავით ქართველიშვილი „რადიო თბილისის“ სტატიაზე: როდესაც ამ დეზინფორმაციული სტატიის ავტორი ამბობს, რომ ცოტნე ივანიშვილს არ…
x

„რადიო თბილისმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორი ცოტნე ივანიშვილის სამეცნიერო ნაშრომს მიმოიხილავს და უნიჭო ანალიზით ამ თემის პოლიტიზირებას ცდილობს- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გამოეხმაურა „რადიო თბილისის“ მიერ მომზადებულ ანალიზს ცოტნე ივანიშვილის აკადემიური ნაშრომის შესახებ, რომელიც მედიის ნდობისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებს შეეხება.

„საქმე რაშია – ცოტნე ივანიშვილის ავტორობით, რომელიც ჰონგ – კონგის უნივერსიტეტში სწავლობს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში MDPI დაიბეჭდა სამეცნიერო სტატია, სადაც ჩემი პირადი მოსაზრებით, მაღალპროფესიონალურად არის ანალიზი გაკეთებული ციფრული მედიის სანდოობისა და ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ ყველა ის დეტალი, რაზეც აქამდე არასოდეს არავის აქცენტი არ გაუკეთებია. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით კონკრეტულად ეს ნაშრომი აუცილებლად უნდა წაიკითხონ მომავალმა ქართველმა მედია სფეროს წარმომადგენლებმა, რათა ჩანასახშივე გაითავისონ ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაზეც ცოტნე ივანიშვილი აკეთებს ანალიზს.  ამიტომ – სანამ შემდგომ სათქმელზე გადავალ აქვე დავდებ ელექტრონულ მისამართს, სადაც ეს ნაშრომია განთავსებული (https://www.mdpi.com/2673-5172/7/2/102… )“- აღნიშნავს ქართველიშვილი.

ქართველიშვილი თავის პოსტშივე იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მედიის რთულ მდგომარეობასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებს.  ამასთან, პარალელს ავლებს დღევანდელ ვითარებასთან და ხაზს უსვამს, რომ 2012 წლის შემდეგ რადიკალური ცვლილებები განხორციელდა და აღნიშნა, რომ დღეს გამოხატვის სრული თავისუფლებაა.

მისივე თქმით, „როდესაც ამ დეზინფორმაციული სტატიის ავტორი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილს არ აქვს უფლება ისაუბროს მედიის თავისუფლებასა და მედიის სანდოობაზე, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი ცინიზმი და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობა.“

„რაც შეეხება ახლა მთავარ სათქმელს, ნაცმოძრაობის პროპაგანდისტული მედია თითქოს და ნიშნის მოგებით წერს, რომ ცოტნე ივანიშვილის მხრიდან ცინიკურია მედიის სანდოობასა და   თავისუფლებაზე საუბარი, როდესაც თურმე დღეს საქართველოში „თავისუფალ მედიას“ სხვადასხვა პრობლემები აქვს.

კონკრეტულად ამ მარგინალურ მედიას, მის გაქცეულ პატრონს და ზოგადად ნაცმოძრაობას რამდენიმე ფაქტი მინდა შევახსენო:

1 – ნაციონალური რეჟიმის დროს საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობდა – დღეს ქვეყანაში არის სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლება, ამიტომაც ლაპარაკობს ყველა იმას, რაც უნდა და იმდენს, რამდენიც უნდა.

2 – ნაციონალური რეჟიმის დროს სააკაშვილი და მისი ბანდა სატელიტურ თეფშებს აყადაღებდა – დღეს საქართველოში ნებისმიერი ახალი მედიის გახსნა ზუსტად 2 დღეშია შესაძლებელი.

3 – ნაციონალური რეჟიმის დროს თითზე ჩამოსათვლელ ობიექტურ ჟურნალისტებს სცემდნენ, ძვლებში ამტვრევდნენ და კლავდნენ, დღეს თქვენ მოისმენთ არაერთი ოპოზიციური არხიდან ტალახის სროლას, ტყუილს და დეზინფორმაციას, მაგრამ არასოდეს არავის არავინ დამუქრებია.

4 – საერთაშორისო რეიტინგებში ნაციონალური რეჟიმის დროს სიტყვის თავისუფლების რეიტინგში საქართველო ვანუატუსა და სუდანის გვერდით იდგა, დღეს კი მოწინავეთა რიგებშია.

გაგრძელება შემიძლია მსგავსი შედარებების მართლაც დაუსრულებლად, მაგრამ აქ გავჩერდები. როდესაც ამ დეზინფორმაციული სტატიის ავტორი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილს არ აქვს უფლება ისაუბროს მედიის თავისუფლებასა და მედიის სანდოობაზე, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი ცინიზმი და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობა.  რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო უარეს მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის მართლაც ისტორიული ცვლილებები, საქართველოში დღეს სუნთქვის საშუალებაც კი აღარ იქნებოდა. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მოიტანა ჭეშმარიტი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება მისი ყველაზე ფართო გაგებით.  ამიტომ, ჩემო ახალგაზრდებო, კიდევ ერთხელ გირჩევთ წაიკითხოთ ცოტნეს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სამეცნიერო ჟურნალმა დაბეჭდა, ბევრი ისწავლოთ და არასოდეს მოუსმინოთ ისეთ ბინძურ პროპაგანდისტებს, როგორიც ჩემ მიერ ნახსენები მედიის მსგავსი წარმონაქმნი, „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც რადიოსთან და არც თბილისთან.“- წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

16 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

16 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

17 სთ წინ2 წთ