— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

ანაკლია განმუხურის საპროექტო-სამუშაოების ბაზრის კვლევაზე ტენდერი მიმდინარეა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დადებს პროექტს, რაც ითვალისწინებს საზღვაო კურორტის განვითარებას მრავალი მიმართულებით, – განაცხადა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად იგეგმება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტზე სანაპიროს ინფრასტრუქტურის სრული განახლება.

„სწორად მივდივართ წინ და გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაპირებთ უკვე სექტორულად განვავითაროთ ანაკლია- განმუხურის საზღვაო კურორტი, მოვიზიდოთ ტურისტები, შევქმნათ დასვენების სივრცეები, სპორტული სივრცეები, გასართობი სივრცეები და შესაბამისად, გავაჩინოთ კიდევ ერთი კარგი ტურისტული კერა ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომელიც მრავალმხრივ იქნება მომგებიანი, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. რაც თავისთავად საბიუჯეტო სახსრების მობილიზების კუთხით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქალაქის განვითარებაში“ – აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

მისივე განცხადებით, პროცესში უშუალოდ ჩართულია პრემიერ-მინისტრი და სამთავრობო გუნდი.

ზუგდიდის მერი აქცენტს ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებაზეც აკეთებს. მისი განცხადებით, მეტი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის ზონას.

„გვაქვს გეგმა, სადაც ჩვენ უკვე გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ჩარევებსაც განვახორციელებთ და შესაბამისად, ეს იქნება ახალი მარშუტი, ახალი შესაძლებლობა ჩვენს ქალაქში, რომელიც მოიზიდავს უამრავ ტურისტს , როგორც უცხოელს, ასევე, ქვეყნის შიგნით ჩვენს მოსახლეობას“ – განაცხადა დავით კოდუამ.

ზუგდიდის მერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ჭაქვინჯის და რუხის ციხეებსაც შეეხო და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მადლობა კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რომელმაც უკვე საპროექტო სამუშაოებზე და კვლევებზე ტენდერიც გამოაცხადა. ეს ორი ციხე არის ჩვენი ქალაქის სიამაყე, ამ მიმართულებით გვიწევს უფრო სკრუპულოზური მუშაობა, ექსპერტული ძალისხმევის გაწევა – აქ სიჩქარე არ შეიძლება. სწორად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავგეგმოთ, ვინაიდან ეს არის პროექტი, რომელმაც საუკუნეებს უნდა გაუძლოს და ამ მიმართულებით მრავალი სიკეთე გველოდება წინ“ – განაცხადა დავით კოდუამ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ