“რომ ვყოფილიყავით საქმის კურსში [კახაბერ გვანცელაძის სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ] ამას მოჰყვებოდა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება. ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული. მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 000-მდე თანამშრომელია. პრობლემა იცით რა არის? თქვენ ვერ მწვდებით ვერანაირად პოლიტიკურად, ყოველთვის განადგურებთ პოლიტიკურად, შესაბამისად, ხართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ. ჩვენც არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე კანონდარღვევა იყო ტენდერის ჩატარების პროცესში. იმის უკან რა იდგა, რა იყო, მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია.
თუ ვინმეს დანაშაული აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველა პირი, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს.” – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად გუშინ წარედგინა. საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.




