EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციაზეა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაზარდა.

EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, 7%-იანი მაჩვენებლით, საქართველო ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციაზეა:

მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით:

ევროკავშირის წევრი ქვეყნები (EBRD-ის დაფარვის ზონა):

ბულგარეთი 3.2%;

ხორვატია 3.2%;

ჩეხეთი 2.0%;

ესტონეთი 0.5%;

საბერძნეთი 2.2%;

უნგრეთი 0.5%;

ლატვია 0.9%;

ლიტვა 2.6%;

პოლონეთი 3.5%;

რუმინეთი 0.9%;

სლოვაკეთი 1.1%.

სლოვენია 0.7%;

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები:

ალბანეთი 3.5%;

ბოსნია და ჰერცეგოვინა 2.2%;

საქართველო 7.0%;

მოლდოვა 1.5%;

მონტენეგრო 2.6%;

ჩრდილოეთ მაკედონია 3.0%;

სერბეთი 2.5%;

თურქეთი 3.1%;

უკრაინა 2.5%.

უახლესი

მსგავსი სტატიები