— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის შეკრება დაიწყო

ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის შეკრება დაიწყო

ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო. ქართველი ფეხბურთელები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დასკვნითი შეხვედრებისთვის მზადებას იწყებენ. ვილი სანიოლის გუნდი შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ ტურში საკუთარ მოედანზე ესპანეთს (14 ნოემბერს), სტუმრად კი ბულგარეთის (18 ნოემბერს) დაუპირისპირდებიან.

მანამდე ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრავმების გამო გუნდს გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე ვერ დაეხმარებიან. მათ ნაცვლად მწვრთნელმა ლიმასოლის „არისის“ ფორვარდი გიორგი ქვილითაია და უკრაინული „ჩერკასის“ ფეხბურთელი შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა.