— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

მიხეილ გოგოლიძემ მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში ნარჩენების განთავსების ობიექტები მოინახულა

მიხეილ გოგოლიძემ მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში ნარჩენების განთავსების ობიექტები მოინახულა

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, მიხეილ გოგოლიძე მოადგილესთან, ვახტანგ ბარამიასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლში იმყოფებოდა.

მიხეილ გოგოლიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალდასრულებული ნარჩენების გადამტვირთავი სადგური და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროს მიმდებარედ, ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების მშენებარე ობიექტი მოინახულა.

ახალი ობიექტი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში შენდება (პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ფინანსური მხარდაჭერით). აღნიშნული ნარჩენების განთავსების ობიექტი, 29 წლის განმავლობაში, 5 მუნიციპალიტეტს მოემსახურება: თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, დმანისი, ბოლნისი. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება ყველა ძველი, არსებული ნაგავსაყრელი.

კომპანიის დირექტორმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა არსებულ ნაგავსაყრელებზე ადგილობრივ თანამშრომლებთან. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გოგოლიძე თითოეული ნაგავსაყრელის მუშაობის პროცესს პირადად გაეცნო, დეტალური ინფორმაცია მიიღო ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და ნაგავსაყრელის ოპერირების პრინციპებზე.

ცნობისთვის, საქართველოში, ნარჩენების განთავსების მართვის სისტემის მთავარ ღერძს მუნიციპალური (ძველი) ნაგავსაყრელები წარმოადგენს, რომლებსაც, სამომავლოდ, ახალი, რეგიონული, არასახიფათო არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტები და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი ჩაანაცვლებს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ