— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: რომ შევხედოთ უკრაინას და ირანს, ჩვენ, დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ – ამერიკა აგებს ორივე ომს და სადაც ამერიკა აგებს, ევროპის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, ამდენი ომი მსოფლიოში არსად არის, რამდენიც ევროპის ტერიტორიაზე

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: რომ შევხედოთ უკრაინას და ირანს, ჩვენ, დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ – ამერიკა…

ჩემი გამოცდილება სწორედ იმ ქვეყნებს ეხება, რომლებიც არიან ომში. ევროპა არ იყო ომში, მაგრამ ახლა, თვითონ არის ომში. მინდა არ დაგეთანხმოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა ქვეყნები სუსტ პოზიციაში არიან და რომ გაიჭყლიტებიან – სინამდვილეში, პატარა ქვეყნები დღეს ისეთ ძლიერ პოზიციაში არიან, როგორც არასდროს, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დასავლეთი, ანუ აშშ აგებს როგორც უკრაინის, ისე ირანის ომს და ამ ფონზე, ევროპის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარიც კი ზედმეტია.

“არ მგონია, რომ ისინი იძულებული და ვალდებული არიან, რომ აირჩიონ ერთი ან მეორე მხარე. გაეროს გენერალურ ასამბლეაში, სახელმწიფოების 50 პროცენტზე მეტი, ანუ, ნახევარზე მეტი, სწორედ პატარა ან საშუალო სახელმწიფოებია. ჩვენ ვხედავთ და ვეთანხმები იმას, რომ მრავალპოლუსიანი სამყარო ძლიერდება, ვითარდება. რომ შევხედოთ ამ ორ ომს: უკრაინას და ირანს, ჩვენ, ანუ დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ. ანუ, ამერიკა აგებს ორივე ომს და სადაც ამერიკა აგებს, ევროპაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, მის შესაძლებლობებსა და ძალაზე. ევროკავშირს რომ შეხედოთ, ამდენი ომი მსოფლიოში არსად არის, რამდენიც არის ევროკავშირში და ევროპის ტერიტორიაზე,” – განაცხადა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა.