— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის

ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული…

ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთას, რომ საქართველოში აგენტურის ადგილი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ველზე, არ არის. სანამ აგენტურა არ დასრულდება ქვეყანაში და აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღი ოპოზიცია ქვეყნის განვითარებისთვის არის აუცილებელი.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოს უნდა ჰყოლოდა ოპოზიცია, რომელიც როცა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ხელისუფლებას გვერდში დაუდგებოდა. რეალურად კი, ქვეყანამ მიიღო რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც 5-ჯერ სცადა რევოლუციის მოწყობა.

“სახელმწიფო შენობებს წვავდნენ, ელჩებთან ერთად წვავდნენ. მაგას ჰქვია ელჩებთან ერთად დაწვა, როდესაც შენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს გმირად აღიარებ და ბანერით დარბიხარ. არ არის აუცილებელი ჰერჩინსკი გვენახა მოლოტოვის კოქტეილით ხელში, ფიზიკურად, რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, პარტიები, რომლებიც მოხვდნენ საკონსტიტუციო სარჩელში, თავადვე ამბობენ, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობას.

“ასეთი დამოკიდებულება, რომ აქვთ საკონსტიტუციო სარჩელს ფურცელს ეძახიან, პარლამენტს, რომ ე.წ. პარლამენტს ეძახიან და ზოგადად, როცა არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, თავიანთივე განცხადებით ამბობენ, რომ ეს იქნება ჩვენთვის ფარატინა ფურცელი. როცა სვამთ კითხვას, რატომ არის აგენტურა, იმიტომ არის აგენტურა, რომ როდესაც პოლიტიკაში ხარ ადამიანი, მანდატდახეული ამბობს, რომ ფურცელია მხოლოდ ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცხადებული. ეს არის კონსტიტუციურ წყობილებაზე უარის თქმა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.