— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!

ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!

ეს დავაანონსეთ კიდევაც. მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული, რომ პენსია იყოს იმაზე ბევრად მაღალი, ვიდრე ახლაა. ეს პროცესი მიბმულია ეკონომიკურ ზრდასთან.

„მინდა პრემიერს მადლობა გადავუხადო, ჩვენი ერთობლივი მუშაობით უკვე გადაწყდა პენსიების ზრდა. ეს დავაანონსეთ კიდევაც. მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! მაგრამ არის ეკონომიკა, განვითარებადი ქვეყანა ვართ. ვხედავთ როგორ ვვითარდებით. ჩვენი საზოგადოება ხედავს, როგორ ვითარდება წლიდან წლამდე, ბიუჯეტს ვხედავთ, როგორ იზრდება წლიდან წლამდე. უდიდესი ნაწილი, ყველაზე დიდ ციფრები არის სოციალური მიმართულებით ჩვენს ბიუჯეტში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რა არის წილი სოციალური კომპონენტის ბიუჯეტში ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობისთვის და საერთაშორისო ფონდებისთვის. ყველამ ვიცით, რომ არის საგარეო ვალი, არის შიდა ვალი, არის ციფრები, ამ ზღვარზე უნდა ვიაროთ. ამ ზღვრის შენარჩუნება ხდება ეკონომიკის ზრდით. ეკონომიკის ზრდით არის გამოწვეული შემდეგ ეკონომიკური ზრდა და წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ასე არის. წელი არ მახსოვს, სადაც ჩვენ ვგეგმავდით 5% -იან ზრდას და შემდეგ მსოფლიო ბანკი და ა.შ. პირველივე კვარტალში გვიზრდიდა 7-დან 8%-მდე ხშირად კვარტალს ორნიშნა ზრდით ვამთავრებდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ზღვარიც შენარჩუნდეს, ეკონომიკაც გაიზარდოს და ბიუჯეტიც გაიზარდოს. დამერწმუნეთ, მაქსიმუმს ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ. მაგრამ არ არსებობს ერთ დღეში მოგვარდეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 45 ლარით იზრდება.