— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
საქართველო

გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება

გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა. პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი – წვიმის სახით. წვიმასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა.

უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების – წვიმა, თოვლი, ქარი – განვითარებაზე.
საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრების და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.

ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ინფორმაციას გაეცნოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge/

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ