— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ

გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 8 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალს, სპა და გამაჯანსაღებელ მიმართულებას, კულინარიასა და ღვინოს გაეცნო.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გერმანელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრას 30 ქართული კომპანია დაესწრო. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას, გერმანიიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანას, ერთობლივი ტურების ორგანიზებასა და ტურისტული პაკეტების მომზადებას.

გაცნობითი ტურის ფარგლებში, გერმანელმა ტუროპერატორებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს, ეწვივნენ გუდაურს, გაეცნენ ზამთრის კურორტის ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს.

უცხოელი სტუმრები გაემგზავრნენ კახეთში, დაათვალიერეს თელავი, ალავერდი, წინანდალი, სიღნაღი, მოინახულეს რეგიონის სასტუმროები და ღვინის მარნები.

ტურის მონაწილეები ქვემო ქართლში ასურეთს ესტუმრნენ, დაათვალიერეს გერმანული დასახლება, ესტუმრნენ ღვინის მარნებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ