— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა კანადაში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა კანადაში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში…

კანადის ქალაქ კელოვნაში, 26-29 ოქტომბერს გამართულ WWTG-ის წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ღვინით ვაჭრობის მარეგულირებელი შეთანხმებების განახლებისა და დარგის მდგრადი განვითარების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება გავუადვილოთ ღვინის მწარმოებლებს სავაჭრო ბარიერების გადალახვა და როგორია მთავრობების როლი ღვინის ინდუსტრიის განვითარების საქმეში. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, რომ უფრო მეტი ქართული უნიკალური და ხარისხიანი ღვინო გაიყიდოს საერთაშორისო ბაზრებზე“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო WWTG-ის როლი გლობალური ღვინის ბაზრის ინიციატივების რეალიზებაში, უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი სასმელების ვაჭრობის ხელშეწყობაში, ასევე, WWTG-ის საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე.

1998 წელს დაფუძნებული ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებაა და საქართველოსთან ერთად, მისი წევრები არიან აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისთვის ერთობლივი ქმედებების განხორციელება. WWTG წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ინფორმაციის გაზიარებისა და ვაჭრობის დაბრკოლებებთან დაკავშირებული პოზიციების კოორდინაციისთვის.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფს (WWTG) საქართველო 2014 და 2023 წლებში როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით თავმჯდომარეობდა. ორივე შემთხვევაში, წევრი ქვეყნების მხრიდან ქართული მხარის საქმიანობა დადებითად შეფასდა. ამჟამად, WWTG-ის თავმჯდომარე ქვეყანა კანადაა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ