— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა

გია აბაშიძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში დაწერილი იმ მწვავე კომენტარების შესახებ, რომლებიც მშობლების მიმართ გაჟღერდა.

„უბოროტესი ნაცსექტის მორიგი თვითლუსტრაცია – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა.
ალბათ, ცოდვათა ჩამონათვალში, რომელზეც არაფერი გაქვს მოსანიენებელი, უნდა იყოს “ნაცთმოძულეობა”. ამ ავსულების საშველი არასდროს იქნება, რადგან არაადამიანებისგან შემდგარი მარგინალთა ხროვაა.“- წერს აბაშიძე.