— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება

ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა…

მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში?! ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება. პირიქით, ასეთი შანტაჟი, ეს რიტორიკა – აი, ორ თვეში დავუბრუნდებით, აი, სერიოზულად განვიხილავთ თქვენს საკითხს… რაზე საუბრობენ, რას განიხილავენ?! ან როგორ უნდა გაუბედო დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას, რომ ამ ტონით ესაუბრო?!, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ასეთ მუქარებს ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე გასცა პასუხი, როდესაც აირჩია ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

“თარიღების დაკიდებაში არიან სპეციალისტები, როგორც ისინი, ასევე, მათი დამქაშები აქ – სხვადასხვა ნომრით და ფერით, საკონსტიტუციო სარჩელში შეტანილი თითოეული პარტიული სუბიექტი.

ეს ყბადაღებული თემა – ვიზების თემა, ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია მიიღო გადაწყვეტილება და მათი მხრიდან ამ თავდასხმების ფონზე, თარიღების დაკიდების, განცხადებების ფონზე თითოეულ არჩევნებზე დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ, რომ არ არსებობს ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა გაიცვალოს უვიზო მიმოსვლაში.

მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში?! ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება. პირიქით, ასეთი შანტაჟი, ეს რიტორიკა – აი, ორ თვეში დავუბრუნდებით, აი, სერიოზულად განვიხილავთ თქვენს საკითხს… რაზე საუბრობენ, რას განიხილავენ?! ან როგორ უნდა გაუბედო დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას, რომ ამ ტონით ესაუბრო?! იმდენად დაშტამპული მოძრაობენ იმ რაღაც სცენარებით, რომ ალბათ აღარც აღელვებთ, ალბათ დროც არ აქვთ, რომ რამე კრეატიული მოიფიქრონ. აგენტურაში კრეატივს ვერ ნახავ. მათ კრეატივი ამოწურეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.