— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე

ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე

არის ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წინსვლას აფასებს ქართველი ხალხი, რაც შეეხება ევრობიუროკრატებს, მათი პოლიტიკური მზომელი ობიექტურ ციფრებს არ შეესაბამება.

„ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკა, რაც იწვევს შემდეგ და კონვერტირდება ეკონომიკურ წინსვლაში, წლიდან წლამდე გაზრდილ ბიუჯეტში ამას აფასებს ჩვენი საზოგადოება. ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე. რაც შეეხება მათი მხრიდან, არის ორი მიმართულება. ერთი არის პოლიტიკური მიმართულება და ვხედავთ პოლიტიკურ მიმართულებაში რა რიტორიკაა და არის ტექნიკური, მშრალი ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ გაურბიან და მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად და დემოკრატიულ „ბექსლაიდინგზე“ აქვთ საუბარი. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ვერ უდევთ პულსზე ხელი, თუ რა უნდა საზოგადოებას და საით მიდის ქვეყანა და როგორ ვითარება ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.