ეროვნული სასახლის, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა შემოდგომის საკონცერტო სეზონი პრემიერით გახსნა.
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ეროვნულ სასახლეში, 2019 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით დაარსდა. ორკესტრის მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსების განვითარების ხელშეწყობა.


