— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

გიგი თევზაძე: ეს ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დეპარტამენტს სულ სხვადასხვა რაღაცებს ელაპარაკებიან – მეორე მხრივ ისინი უყურებენ როგორ იქცევიან ოპოზიციური პარტიები, ჩხუბობენ, რაღაც წერილებს უქვეყნებენ ერთმანეთს

გიგი თევზაძე: ეს ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დეპარტამენტს სულ სხვადასხვა რაღაცებს…

ეს ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, დარწმუნებული ვარ, მიდიან სახდეპთან და სულ სხვადასხვა რამეებს ელაპარაკებიან, უმეტესობას ვიცნობ და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამას აკეთებენ, – განაცხადა ილიაუნის ლექტორმა, გიგი თევზაძემ.

მან შეაფასა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ამერიკული მხარე ოპოზიციაში ვერ პოულობს იმას, ვისაც შეიძლება ესაუბროს.

„ვფიქრობ, მათ ახლა ჩათვალეს, რომ მაინცდამაინც საელჩოს განცხადებაში პატიმრების გათავისუფლება არ უნდა ჩაწერონ. მათთვის ძალიან რთული ვითარებაა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ვერ პოულობენ ვის ელაპარაკონ, ვისაც ელაპარაკებიან, როგორც ჩანს, იმას არ ენდობიან – იმიტომ, რომ ახსენეს სამი პარტია, რომელიც ნაკლებად არის ამ გაერთიანებაში მონაწილე. ამიტომ, ძალიან რთული ვითარებაა ამ მხრივაც“, – ამბობს თევზაძე.

მისი ვარაუდით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, „ივანიშვილის მთავრობას არანაირ რევერანსებს არ გაუკეთებდნენ, რა თქმა უნდა, დამუქრება იქნებოდა ამ მოლაპარაკებებში.“

თევზაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს გარკვეული შთაბეჭდილება შეექმნა თავად ოპოზიციის შიგნით არსებული დაპირისპირებით, რეგიონებში მათი პასიურობითა და ერთმანეთის წინააღმდეგ წერილების გამოქვეყნებითაც, რაც ამერიკული მხარის განცხადებაშიც აისახა.

„ისიც არის, რომ მეორე მხრივ ხომ უყურებენ როგორ იქცევა ოპოზიციური პარტიები – მათთვის არაფერი სახარბიელო.

რეგიონებში არ დადიან, ვინც დადის, იმათ რეიტინგები არ აქვთ, ჩხუბობენ ერთმანეთის წინააღმდეგ, რაღაც წერილებს უქვეყნებენ ერთმანეთს – მელიას ეს წერილები საერთოდ გაუგებარი იყო. მე არ ვიცი, ეს ორკესტრირებული იყო, სპეციალურად გააკეთეს მელიას წერილების „გამოგდება“ თუ როგორც არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ამან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა სახელმწიფო დეპარტამენტზე. შედეგადაც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – განაცხადა გიგი თევზაძემ.