“ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის, პატიოსან სიტყვაზე შეკოწიწებული პარტიის გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საქართველოს მასშტაბით მართლაც საუკუნის პროექტს აჰაჰავებს. საზოგადოება დამეთანხმება, რომ გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა.უფრო მეტიც, ფონდი “ქართუს” დაფინანსებულ პროექტებსაც კი ვერ აქცევდნენ მისი ბედოვლათი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები ყურადღებას. თუმცა რას მიაქცევდნენ, მთელი მისი გუნდი და გორის ბაზრობა, ფულის შოვნაზე იყვნენ გადასულები. ახლა კიდევ, მაგ მაყუთით გულაობს ბიჭი გერმანიაში.” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.




