თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საქართველო

გიორგი ჯინჭარაძე ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებთან დაკავშირებულ საჯარო ლექციას დაესწრო

გიორგი ჯინჭარაძე ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებთან დაკავშირებულ საჯარო ლექციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში, საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებები და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ლექცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსპერტმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ წაიკითხა.

ლექციის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას მოჰყვა. მოხსენების შემდეგ თემის ირგვლივ, ახალგაზრდების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივითა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით გაიმართა.