— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა “ნაცების” მედია და ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. მამუკა მდინარაძემ ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს, ანუ ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა

გიორგი ზერეკიძე: იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა “ნაცების” მედია და ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. მამუკა…

სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე! კაცმა პირდაპირ თქვა და პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს და ძალის გადამეტების ფაქტებს. ანუ, ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, 2024 წლის აქციებზე გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის, მათ შორის, ერთ-ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებაზე.

გიორგი ზერეკიძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგის მისაკუთრება და აღნიშნულს აფასებს, როგორც – “სხვისი შედეგის საკუთარ თავზე გაფორმება”.

“სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას.
ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე! კაცმა პირდაპირ თქვა და პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს და ძალის გადამეტების ფაქტებს. ანუ, ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა.
და ამ დროს რას აკეთებენ ნაცების პროპაგანდისტული მანქანა? როგორც კი ყური მოჰკრეს და გაიგეს, რომ გამოძიება უკვე დასრულებულია და დამნაშავეებს აკავებდნენ, სასწრაფოდ, დაკავებამდე ზუსტად ორი დღით ადრე, დადგეს ვითომ საგამოძიებო სიუჟეტი, ვითომ თვითონ გაშიფრეს და იპოვეს ის სპეცრაზმელები.
მთელი ეს ცირკი ხომ მარტივი მიზეზით დაიდგა: იცოდნენ, რომ დაკავება გარდაუვალი იყო და უნდოდათ, მერე გამოსულიყვნენ და ეყვირათ, აი, ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება და ჩვენი სიუჟეტის გამო დაიჭირესო. სხვისი შედეგის საკუთარ თავზე გაფორმება სცადეს და გამოძიების გაბაიბურება, თითქოს ვინმეს არ უნდოდა მოძალადეების დაჭერა და მათ აიძულეს. თუ ვინმე უმალავს იქნებ უთხრათ ტვ პირველსაც და ტვ ფორმულასაც რომ მათ ტელევიზიებს საქართველოს მოსახლეობის 5% არ უყურებს და გავლენის მოხდენა ხელისუფლეზე კი არა, საიდანღაც რო გამოჩნდა და გაქრა ვიღაც ოჯგბუნუჯუ, თბილისის მერობა მინდაო, მაგაზეც არ შეუძლიათ,”- წერს გიორგი ზერეკიძე.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

17 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ