— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე

ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი…

ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ლიზა გეგჭკორი წერს სოციალურ ქსელში რითაც ის, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს ეხმიანება.

როგორც გეგეჭკორი აცხადებს, მას შემდეგ, რაც “ნაცების პროპაგანდამ” გაიგო, რომ გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული “გამოაცხვეს იაფფასიანი სპექტაკლი” თითქოს დამნაშავეები მათმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს.

“რაც შეეხება პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს – მოვლენების ქრონოლოგიას მივყვეთ და ვნახოთ, როგორ მუშაობს სინამდვილეში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და როგორ უპირისპირდება მას ნაცმოძრაობის ჩვეული, იაფფასიანი ტყუილების მანქანა.
ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე.
და რას აკეთებს ამ დროს ნაცების პროპაგანდა? კონკრეტულად კი ჯარიაშვილი, როგავა და მათნაირები?
როგორც კი თავიანთი არხებით გაიგეს, რომ გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული, დამნაშავის ვინაობა იდენტიფიცირებული იყო და დასაკავებლად ემზადებოდნენ, სასწრაფოდ და ტრადიციულად ჩართეს მითვისების მცდელობა, ოფიციალურ დაკავებამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე, ეთერში გამოაცხვეს იაფფასიანი სპექტაკლი, თითქოს მათმა ე.წ. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა „თავად მიაგნეს“ მოძალადე სპეცრაზმელს.
ხვდებით, ხომ, რამხელა აბსურდთან და მანიპულაციასთან გვაქვს საქმე? ეს იყო წინასწარ, მიზანმიმართულად გათვლილი ტყუილი ერთი კონკრეტული ამოცანით: როცა სახელმწიფო ამ ადამიანს დააკავებდა, პროპაგანდას უნდა ეყვირა – „აი, ჩვენ რომ ვამხილეთ და ეთერში გავუშვით, იმიტომ დაიჭირესო“. უბრალოდ სცადეს, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ურთულესი სამუშაო და კანონის აღსრულების ფაქტი საკუთარ პოლიტიკურ და მედია აქტივში ჩაეწერათ.
თუმცა, ფაქტებს და რეალობას ვერაფერს უზამენ. სიმართლე კი ის არის, რომ სახელმწიფო სისტემამ იმუშავა გამართულად და მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან უკვე დადო ხელშესახები, კონკრეტული შედეგი. დამნაშავე დასჯილია არა ვიღაცის შეთითხნილი სიუჟეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, დაიცვას კანონი და არ დაუშვას გადაცდომები”,- წერს ლიზა გეგეჭკორი.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

18 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ