თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირსა და მისი წევრი ქვეყნების ზოგიერთ ხელისუფლებას უკან უბრუნდებათ, რა შეურაცხმყოფელ და უსამართლო ქმედებებსაც საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებდნენ

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირსა და მისი წევრი ქვეყნების ზოგიერთ ხელისუფლებას უკან უბრუნდებათ, რა შეურაცხმყოფელ და…

რაც დრო გადის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და ევროპელი ლიდერების განცხადებები სულ უფრო ემსგავსება „ხალხის ძალის“ 2-3 წლის წინანდელ ბრიფინგებს. ვსაუბრობდით სუვერენიტეტის ხელშეუხებლობაზე, პარტნიორობაზე და ვამბობდით, ვასალობა და მონური დამოკიდებულება დაუშვებელია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონი დღეს საუბრობს იმაზე, რომ ამერიკა რატომ ერევა საფრანგეთის სუვერენიტეტში, რატომ აყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფასო.

„მაკრონი ამბობს, რომ ჩინეთთან უნდა ძალიან დიდი სავაჭრო ურთიერთობები. ევროპა ამბობს, რომ უნდა ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უნდა გააფართოოს, ასევე ამბობს, რომ ამერიკა თურმე რატომ ერევა ევროპის შიდა საქმეებში. გამარჯობა, მეგობრებო? სამართლიანობა თქვენთანაც მოვიდა?! როცა ჩვენ ვამბობდით, პარტნიორული ურთიერთობა გვინდოდა და არა ვასალური, სიტყვა ვასალური, რომ ვახსენეთ ევროკავშირის ბიუროკრატიაში მეორედ მოსვლა ატყდა. ახლა კი ყოველ მეორე დღეს თქვენ ახსენებთ, რომ ვასალობა თურმე კარგი არ ყოფილა. ევროკავშირს ახლა ის ემართება, რასაც სხვის მიმართ უსამართლოდ ახორციელებდა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ევროკავშირს ზუსტად იგივე უბრუნდება ბუმერანგის პრინციპით. რა შეურაცხმყოფელ და უსამართლო განცხადებებსაც და ქმედებებსაც ახორციელებდა ევროკავშირი და მისი ქვეყნის ზოგიერთი ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში უკან იგივე უბრუნდება. როდესაც უსამართლოდ შენზე უფრო მასშტაბურად მცირე ქვეყანას ჩაგრავ, ემუქრები და უკანონოდ გინდა იქ ხელისუფლებები შეცვალო, რა თქმა უნდა, სამართლიანობის და კანონზომიერების პრინციპი არსებობს და იგივე მიუბრუნდა. ევროკავშირში იმას იმკიან, რა უსამართლობაც დათესეს საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებს უკვე იწყებს.

„კითხვა მაქვს „ნაცმოძრაობის“ ფილიალებთანაც, ვითომ ვეღაცებმა ჩელიაბინსკში რომ გაიღვიძეს. მერცმა გითხრათ, ჩელიაბინსკი ევროპა ყოფილა, თუ აუდიო და ვიდეო ჩანაწერი გამოგიგზავნოთ. თავად მაკრონმა ჯერ გვითხრა, თბილისამდე ევროპა არ არის შორიო, მერე გადაიფიქრა და მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. რუსეთთან უკვე იწყებენ მოლაპარაკებებს. ანტიევროპული თუ ანტიამერიკული განცხადებაა ტრამპი ამბობს ევროკავშირი არაფერი არ არისო და მაკრონს, რომ უთხრა მაგას ვინ ეკითხება წარმავალიაო? საქართველოს გაცხადებული სურვილი აქვს, პარტნიორული ურთიერთობები გვინდა ყველა ცივილიზებულ ქვეყანასთან, მაგრამ მხოლოდ სუვერენიტეტის შენარჩუნების და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ევროპასა და აშშ-ს შორის საქმე ისე მიდის, კამათი გადაიზარდა დაპირისპირებაში და შეიძლება, გაშველება იყოს საჭირო ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის. ჩინეთთან ურთიერთობის ისტერიკას რაც შეეხება, ესეც კარგად გვახსოვს. ახალა ჩინეთი დიქტატორული სახელმწიფო? როცა ევროპის სახელმწიფოს მეთაურები ამბობდნენ, ჩინეთთან ურთიერთობები უნდა გააღრმაონ და თავად აშშ აღრმავებს ურთიერთობებს. აღარ არის ჩინეთი დიქტატორული სახელმწიფო?!“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

18 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

20 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ