— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა – გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს

გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა – გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს

Prime Time – ისთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ კოალიცია “ახალი/გირჩი/დროა” დაიშალა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა საერთო ჩატები დატოვეს და კოალიციური კომუნიკაცია სრულად გაწყვიტეს.

 ციტატა: “ბიძინა “დაჟე” მდინარაძით ახერხებს ტიპებთან “როვნად” დალაგდეს და ჩვენ დავალებასაც ვერ ვასრულებთ ერთად რომ ვიყოთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით” – ვერც ამ არგუმენტმა შეძლო ერთობის შენარჩუნება, – ჰყვება წყარო.

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” საგარეო ურთიერთობებშიც მოახერხებს თავისი გაიტანოს, რაც ავტომატურად რადარებიდან მათ საბოლოო გაქრობას გამოიწვევს და გვარამიასთან ერთობის შესახებ დავალებების შესრულებაზეც უარს ამბობს.

წყაროს ინფორმაციით კოალიციის დაშლის შემდეგ პარტიის ლიდერები პანიკურ მდგომარეობაში არიან და მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.