თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა „ფაინენშალ თაიმსი“ – უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ დაბლოკა თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა იტალიური მედია: უკრაინა საცერივითაა, ჩვენი დახმარების ფარგლებში მიწოდებული იარაღის 800 000 ერთეული მოპარულია, მაფია კი შავ ბაზარში იძირება: „დრონებითაც ინტერესდებიან“
პოლიტიკა

Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა

Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა. ინფორმაციას ისრაელური გამოცემა Haaretz-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად შეხვედრის ინიციატივა ნეთანიაჰუს ოფისმა წამოაყენა, თუმცა მას შემდეგ, რაც ზელენსკის ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა, სამშაბათამდე დამატებითი პასუხი არ მიუღია. მოგვიანებით ისრაელის ოფიციალურმა პირებმა აცნობეს, რომ პრემიერ-მინისტრი დროის სიმცირის გამო შეხვედრას ვერ შეძლებდა.

მანამდე საკითხზე ინფორმირებულმა კიდევ ერთმა წყარომ Haaretz-ს განუცხადა, რომ თავდაპირველად შეხვედრის ორგანიზების მიზნით ნეთანიაჰუს ოფისს სწორედ ზელენსკის ადმინისტრაციამ მიმართა, თუმცა, ისრაელის მხარეს ამ მიმართვაზე საერთოდ არ უპასუხია.

ორივე ლიდერი გუშინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ცალ-ცალკე შეხვდა. მოგვიანებით ისინი სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიასაც დაესწრნენ, სადაც ერთმანეთის სიახლოვეს იდგნენ და მოკლე საუბარი გამართეს.

ნეთანიაჰუ და ზელენსკი ერთმანეთს ბოლოს 2023 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ, თუმცა, მიმდინარე წელს მათ შორის სატელეფონო საუბარიც გაიმართა.

2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა, რათა ქვეყნისადმი სოლიდარობა გამოეხატა, თუმცა, მისი ეს მოთხოვნა უარყოფილი იყო.

მსგავსი სიახლეები.

„ფაინენშალ თაიმსი“ – უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ დაბლოკა პოლიტიკა

„ფაინენშალ თაიმსი“ – უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ დაბლოკა

4 წთ წინ2 წთ
თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს

40 წთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის… პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა

2 სთ წინ2 წთ