„ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აღიარების უკან წაღება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.
ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ და აღიარების უკან წაღებამ
ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის დამცინავი ნარატი – ,,ვისთან აქვთ შეხვედრები“, „რა აზრი აქვს ასეთ ვიზიტებს“ – პოლიტიკურად ჩარეცხა.
ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებს მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანობას.
დიდი საქმე ხშირად ხმამაღალი განცხადებების გარეშე კეთდება და მას უფრო ხმამაღალი შედეგები აქვს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.
თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა
პოლიტიკა
„ფაინენშალ თაიმსი“ – უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ დაბლოკა
პოლიტიკა