თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა „ფაინენშალ თაიმსი“ – უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ დაბლოკა თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა იტალიური მედია: უკრაინა საცერივითაა, ჩვენი დახმარების ფარგლებში მიწოდებული იარაღის 800 000 ერთეული მოპარულია, მაფია კი შავ ბაზარში იძირება: „დრონებითაც ინტერესდებიან“
პოლიტიკა

„ფაინენშალ თაიმსი“ – უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ დაბლოკა

„ფაინენშალ თაიმსი“ – უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ დაბლოკა

უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ დაბლოკა. ამის შესახებ  უკრაინული მედია „ფაინენშალ თაიმსზე“ დაყრდნობით წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილებამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებული ყველა პრობლემა ვერ მოაგვარა.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობის პოზიცია ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდთან შედარებით ნაკლებად ხისტად გამოიყურება, ბუდაპეშტი კვლავ აფერხებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს“, – ნათქვამია სტატიაში.

მასალის მიხედვით, კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ტექნიკური მოლაპარაკებები ექვს ძირითად მიმართულებად, ე.წ. კლასტერებად იყოფა. ისინი მოიცავს, როგორც ინსტიტუციურ რეფორმებს, ისე ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას სხვადასხვა სფეროში. თითოეული კლასტერის გახსნასა და დახურვას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

ევროკომისიის განცხადებით, უკრაინამ ყველა ფორმალური მოთხოვნა შეასრულა, რათა ექვსივე კლასტერის მიხედვით მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა პროცესის დაწყებას ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ბლოკავდა. მაისში ბუდაპეშტში ხელისუფლება შეიცვალა და უნგრეთმა თანხმობა განაცხადა პირველი კლასტერის, „ფუნდამენტური საკითხების“ გახსნაზე. მოგვიანებით გაიხსნა მეორე კლასტერიც, რომელიც საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას ეხება. თუმცა, გასულ კვირას ბუდაპეშტმა შეაჩერა მომდევნო კლასტერების გახსნა, რომლებიც უკრაინის ეკონომიკის ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციას, ასევე, ფართო ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას ეხება.

ერთ-ერთმა ანონიმურმა ევროპელმა დიპლომატმა ეს „პრობლემად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მოგვარება შესაძლებელია. მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა პირდაპირი პოლიტიკური მოლაპარაკებები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიართან.

მსგავსი სიახლეები.

Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა პოლიტიკა

Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა

3 წთ წინ2 წთ
თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს

43 წთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის… პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა

2 სთ წინ2 წთ