— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ილჰამ ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს

ილჰამ ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან…

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლი გამოყო. კერძოდ, მან ყურადღება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენასა და სამშვიდობო პროცესზე გაამახვილა და ქართველ მეგობრებს ამისთვის მადლობა გადაუხადა. საქმე ეხება საქართველოს მიერ სატრანზიტო დერეფნის უზრუნველყოფას, რომლის გავლითაც ტვირთები აზერბაიჯანიდან სომხეთს მიეწოდება.

„ჩვენ მოვხსენით აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე ყველა შეზღუდვა. მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს, მას შემდეგ, რაც საქონელი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ჩავა. ასევე, დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რაც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და ამით ფაქტობრივად, ორმხრივი ვაჭრობა დავიწყეთ. დამაკავშირებელი პროექტები და დერეფნები კიდევ უფრო გაგვაერთიანებს, ურთიერთდამოკიდებულებს გაგვხდის, შექმნის სრულიად ახალ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი საბოლოოდ დაიწყებენ სამმხრივ საფუძველზე თანამშრომლობას“, – აღნიშნა ალიევმა.