— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნას გეგმავს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნას გეგმავს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისში ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნას გეგმავს. ახალი ლაბორატორია სამშენებლო მასალებისა და ობიექტების ხარისხის შემოწმებასა და კონტროლს უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მართვის სისტემას. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ლაბორატორია შეამოწმებს: ასფალტის ნარევსა და საფარს; მყარ და გაუმყარებელ ბეტონს, შემკვრელებს, ქვის მსხვილ და წვრილ შემავსებლებს; არმატურას; გრუნტებს, საფუძვლის ფენებს; გზების საექსპლუატაციო პარამეტრებს; საგზაო ნიშნებს, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ საგზაო მონიშვნას; ფერდების მონიტორინგს/უსაფრთხოებას; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემაში გამოყენებულ მასალებს, ელ. აღჭურვილობებსა და მართვის სისტემებს. ასევე, შეისწავლის საინჟინრო ნაგებობების არსებულ მდგომარეობას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე ჩაატარა ტენდერი „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სატენდერო პროცედურების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისა და საავტორო ზედამხედველობის მომსახურებაზე“.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტასჰაბი“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გამოცდილების გაზიარების მიზნით გერმანიას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნენ გერმანული კომპანიების – „Chemische Technische Laboratorium Heinrich Hart GmbH“ და “SBT – Paul Simon & Partner Ingenieure“ – საქმიანობის ძირითად ასპექტებს.

გარდა ამისა, გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა გზისა და საბურავის შეჭიდულობის განმსაზღვრელი SKM-მზომი მანქანის და გზების დიაგნოსტიკის სისტემის თეორიული და პრაქტიკული პრეზენტაცია.

აღნიშნული პროექტის შედეგად შეიქმნება პირველი მრავალფუნქციური ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამშენებლო სექტორის განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ