— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების შესახებ პრემიერის ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების…

ირაკლი კობახიძის წერილში სწორად არის შენიშნული ის მძიმე ისტორია, რაც მედიასივრცეში განხორციელდა. ბულინგი, შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვებით პოზიციის გამოხატვა, ადამიანებზე ან გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციაზე თავდასხმა მედიასტანდარტად იყო დამკვიდრებული. ამაში კი ნიკა გვარამია იყო მედიის ამ მანკიერი განვითარების ფლაგმანი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, დებატები პოლიტიკურ ცხოვრებაში, და არამარტო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი რამ არის.

„როგორც პრემიერმა აღნიშნა, დებატები დაწყებული სოციალური პრობლემატიკიდან, დამთავრებული განათლების საკითხებით, ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია. დებატები უნდა დაბრუნდეს, მაგრამ აქ ალბათ საჭიროა, რომ ამისთვის მედიასტანდარტიც არსებობდეს და მხარეები, ვინც დებატებში შევლენ, მათაც ამ სტანდარტის შესაბამისი დამოკიდებულება ჰქონდეთ დებატებთან დაკავშირებით. ალბათ ბევრს ახსოვს, პრემიერ-მინისტრმა მოიწვია ოპოზიციური ტელევიზიების რედაქტორები და წამყვანი თოქშოუების წამყვანები. ეს არ იყო მწვავე საუბარი ან „ჰარდ თოქი“, როგორც ეს ევროპაში და ამერიკაში იყო. ეს ადამიანზე თავდასხმა იყო. რესპონდენტს, პრემიერ-მინისტრს არ ეძლეოდა საშუალება, თავისი აზრი ჩამოეყალიბებინა. მუდმივი თავდასხმა და მუდმივი ერთგვარი აგრესია. ეს ერთგვარად იყო ჩახშობა, რომ ასეთი ჯანსაღი დებატები არ გამართულიყო. დღეს პრემიერ-მინისტრი ამ ინიციატივით კვლავ გამოდის. ყველა, ვისაც მართლა ინტერესი აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და საკუთარი პოზიციის კარგად წარმოჩენის, ეს ეხებათ პოლიტიკოსებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს, ამ ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს.

კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი, რომ დასავლეთში ძალიან ბევრი პოლულარული თოქშოუ, ფაქტობრივად, სატელევიზიო ეკრანებიდან მოიხსნა და ძირითადად ერთი მხარის, ერთი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური გზავნილების გაჟღერება იყო. ეს ეხებოდა, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის საკითხებს, ყველა მიმართულებით ერთგვარი იდეოლოგიური კლიშე დამკვიდრდა. ეს შეკვეთით გაკეთებული იყო. წარმოუდგენელია, ყველა ქვეყანაში მრავალი სატელევიზიო თუ მედიაპლატფორმა ზღუდავდეს და მინიმუმამდე დაჰყავდეს ასეთი დებატების სივრცე. საქართველოშიც, როგორც ვნახეთ, მართლაც მოხდა მედიასივრცის პოლარიზება. იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ალტერნატიული ტელევიზია არ არსებობდა. ერთადერთი „კავკასია“ იყო, რომელიც ძალიან შეზღუდულ სეგმენტზე გადიოდა და „მე-9 არხი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან თქვა, რომ არ შეიძლება, მიკერძოებული იყოს პარტიული ნიშნით და მან ეს ტელევიზია გააუქმა. ამით მისცა მაგალითი, რომ არ იყოს პარტიულ-იდეოლოგიური ტელევიზია და მედია იყოს თავისუფალი. ამის საპირისპირო პასუხი ჩვენ ვნახეთ ის, რაც გვარამიას ხელმძღვანელობით ქართულ მედიაში მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად რომ გააკეთოს, უნდა მიეცეს საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“.

მსგავსი სიახლეები.

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

11 სთ წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

13 სთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

13 სთ წინ3 წთ