— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ევროპარლამენტის დერეფნებში 99%-ს რომ ჰკითხო სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ

ირაკლი კირცხალია: ევროპარლამენტის დერეფნებში 99%-ს რომ ჰკითხო სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ

თუ სადმე დემოკრატიის უკუსვლაა, თუ სადმე ღირებულებითი უკუსვლაა, ეს არის სწორედ „დიფ სთეითის“ ის მანქანა, რომელიც ასე მძვინვარებს დღეს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, თუ რეალურად რა რეაქციები აქვს იქ საზოგადოებას, მათი ამ არასწორი მმართველობის გამო – განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს.

„როდესაც ჩალის ფასად ქცეულ რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, ევროპარლამენტის დერეფნებში 99%-ს რომ ჰკითხო სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე დაუკვირვებლად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დღის წესრიგში შეცურებული რეზოლუციებითა თუ განცხადებებით შემდეგ ხდება, აქაური აგენტურის მხრიდან კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე ციფრებით მანიპულაცია; იმ ჯგუფების მიერ, რომელი ჯგუფებიც პირდაპირ იდენტიფიცირებული არიან, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი და ამას ისინი ბოლო წლებია, არ მალავენ და ღიად, მოურიდებლად აცხადებენ“- განაცხადა კირცხალიამ.