— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ფასებს. ვნახეთ, როგორი ისტერია დაიმართეს ნაცებმა, როგორ თუ ფასებზე შეხება გაბედეთ, ამით ბიზნესს უტევთო. ნაცები რომ ბიზნესზე შეტევას სხვას აბრალებენ, ეს ცალკე სერიაა, – წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის…

მისი განცხადებით, ოპოზიციის რეაქციაზე მეტად, საინტერესოა ის, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელები “ნაცკლასტერის” აქტივისტები არიან და “დღეს დიდი ენთუზიაზმით აორგანიზებდნენ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს”. ასევე, გორდულძე აღნიშნავს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 195-ე მუხლი გააუქმა, რაც მონოპოლიურ საქმიანობასა და კონკურენციის შეზღუდვაზე სასჯელს ითვალისწინებდა.

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ფასებს. ვნახეთ, როგორი ისტერია დაიმართეს ნაცებმა, როგორ თუ ფასებზე შეხება გაბედეთ, ამით ბიზნესს უტევთო. ნაცები რომ ბიზნესზე შეტევას სხვას აბრალებენ, ეს ცალკე სერიაა, მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამ არის:
კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით ორი ძალიან საინტერესო ამბავი:

  1. დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელძღვანელები ნაცკლასტერის ჩვეულებრივი აქტივისტები არიან და დღეს დიდი ენთუზიაზმით აორგანიზებდნენ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს.
  2. რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ გაუქმდა 195-ე მუხლი – რომელიც ასე გამოიყურებოდა:
    მუხლი 195. მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა
  3. მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის დაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გამოდევნის ან ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით, —
    ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
  4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) ჯგუფურად;
    ბ) არაერთგზის, —
    ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
  5. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით ან ასეთი დაზიანების ან განადგურების მუქარით, თუ არ არსებობს გამოძალვის ნიშნები, —
    ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე და ჯარიმით.
    ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები იმის ნაცვლად, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრაზე ეზრუნათ, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ და აგენტებს ნაცების საწინააღმდეგოდ კი არა, მათი და ნაცების საერთო ბიზნესების და შესაბამისი პიარდაზღვევების დალაგებაზე ზრუნავდნენ! ზუსტად ამიტომ არის, რომ ხაბეიშვილი ერთადერთი აგენტია, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბოლომდე გაშიფრა და მამუკა მდინარაძემ დაიჭირა! რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, რომელზეც ზუსტად აგენტობის გამო ფიქრობდა, რომ შერჩებოდა!..
    დასკვნები საზოგადოებისთვის მიმინდია!..” – წერს არჩილ გორდულაძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

13 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ