— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მეცნიერება

ისლანდიაში კოღოები პირველად აღმოაჩინეს

ისლანდიაში კოღოები პირველად აღმოაჩინეს

ისლანდიაში, სამი დღის განმავლობაში, სამი კოღო აღმოაჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი RUV ისლანდიის უნივერსიტეტის წყლის ბიოლოგიის პროფესორზე გისლი მარ გისლასონზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერის თქმით, დიდი ალბათობით, ახლა ისლანდიაში სამზე მეტი კოღოა. მან დაუშვა, რომ კოღოებმა შესაძლოა გამოიზამთრონ სარდაფებში, სხვენებში ან ნებისმიერ ნაგებობაში, სადაც ტემპერატურა ნულს ზემოთ შენარჩუნდება.

როგორც The Guardian-ი აზუსტებს, ნაპოვნია Culiseta annulata-ს სახეობის სამი მწერი – ორი მდედრი და ერთი მამრი.

ისლანდია, ანტარქტიდის მსგავსად, მსოფლიოში ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ადგილად ითვლებოდა, სადაც კოღოები არ ბინადრობენ. The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დათბობა ოთხჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დანარჩენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. კლიმატის კრიზისის გამო, მყინვარები ნადგურდება, ხოლო ქვეყნის წყლებში უფრო თბილი სამხრეთ ქვეყნების თევზები გაჩნდნენ, მაგალითად, სკუმბრია.