— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

იტალია უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია

იტალია უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია

იტალია ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრებას ეწინააღმდეგება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მიესალმება გაერთიანებაში უკრაინის შესვლას, თუმცა რომისთვის პრიორიტეტს ბალკანეთის ქვეყნები წარმოადგენენ. იტალიის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ მათ უკრაინაზე ადრე დაიწყეს ინტეგრაციის პროცესი და უპირატესობაც მათ ენიჭებათ. იტალია უკვე მეოთხე ქვეყაანაა, რომელიც გერმანიის, ავსტრიისა და უნგრეთის შემდეგ, უკრაინის სწრაფი გაწევრების წინააღმდეგ ღიად გამოვიდა.

„ჩვენ უკრაინის გაწევრიანების მომხრეები ვართ, თუმცა მანამდე არის ბალკანეთი, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება და რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია. 3 მარტს რომში ვუმასპინძლებთ „ბალკანეთის მეგობრების“ შეხვედრას. 1 აპრილს კი გერმანელ მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად ვიქნებით ბელგრადში, რათა სერბეთს მხარდაჭერის გზავნილი გავუგზავნოთ“, – მიიჩნევს ტაიანი.