იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპა კიევის დამოუკიდებლობის გარანტიას უზრუნველყოფდა, აკეთებდა ყველაფერს მისი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისთვის.
„ვფიქრობ, ევროპა უკრაინის დამოუკიდებლობის გარანტიას უზრუნველყოფდა, ყველაფერს აკეთებდა მისი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისთვის. ამიტომ მგონია, რომ მისი [ზელენსკის] სიტყვა არ იყო კეთილგანწყობილი“, – თქვა ტაიანიმ.
ცნობისთვის, გუშინ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ევროპა გარე გამოწვევებთან ბრძოლაში პასიურობის გამო მკაცრად გააკრიტიკა. მან ამერიკელების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავება გაიხსენა. ზელენსკიმ თქვა, რომ მადურო ამერიკული სასამართლოს წინაშე წარდგება, ხოლო რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, რომელიც მეოთხე წელია ევროპაში დამანგრეველ ომს აწარმოებს, აქეთ ითხოვს, რომ ევროპა დათმობებზე წავიდეს.




