— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ: უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: ,,მხოლოდ ჩემები”

ჯაბა ხუბუა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ: უმჯობესი იქნება…

საინტერესოა, ,,გაძლიერებული შემოწმება” რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, – ასე ეხმიანება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ.

მისი თქმით, ალბათ, საქართველოს მოქალაქეებს საგანგებოდ შეუმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, არის თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო.

“ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, მათი საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ.

საინტერესოა, ,,გაძლიერებული შემოწმება” რას ნიშნავს?

ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან;

საგანგებოდ შეგვიმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, გვიდევს თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო, უკანა მხარეს რამე თბილი წარწერით ან ორი, ერთმანეთზე გადაბმული წითელი გულის ემოჯით;

შეგვაერთებენ სიცრუის დეტექტორზე და დაგვისვამენ ორ საკვანძო კითხვას – გვჯერა თუ არა, რომ მაკრონის ცოლი კაცი არ არის? გვჯერა თუ არა, რომ მერცი პინოქიო არ არის?

პასუხების მიხედვით, მესაზღვრე გადაწყვეტს, ვართ თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შეშვების ღირსი.

P.S. თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი გერმანიის, საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ პეტერ ფიშერისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: ,,მხოლოდ ჩემები”.” – წერს ხუბუა X -ზე.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

3 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ