— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო:  როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, ერთიანი „მესიჯბოქსით“ დაიწყეს მტკიცება, თითქოს, ხელისუფლება და მედია ჩამოშლის პირას იყო – მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით…

საზოგადოებამ იხილა, რომ როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, მათ ერთიანი „მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, რომ, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ  ოპოზიციის  მიერ  გაკეთებული განცხადებები არის იმისი ნათელი ლუსტრაცია, რომ მათი აზრით საქართველოს და ქართველი ხალხის ბედს, არა ქართველები, არამედ უცხოეთი და უცხოელები  უნდა წყვეტდნენ.

„ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან მხარდაჭერის მიღების ნულოვანი შანსი და იმედი აქვთ. გარე ძალაში, რა თქმა უნდა, ის ძალა იგულისხმება, რომელიც ადგილობრივ აგენტურას აძლევს დავალებას, ამავდროულად კი არწმუნებს, რომ ახლაც და მომავალშიც, დავალებების უპირობოდ შესრულების შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარება, თუმცა, მუშაობით არა საქართველოსთვის, არამედ მათი ინტერესებისთვის უნდა იმუშაონ. ამ ძალებს „დიფ სთეითს“ დავარქმევთ, გლობალურ ომის პარტიას თუ ოლიგარქ ოჯახებს, ფაქტია, რომ სწორედ ამგვარი, არაფორმალური ძალაა ჩაბუდებული ევროპულ ბიუროკრატიაში,“-  ვკითხულობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

6 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ