კილიან მერფის შვილი HBO-ს სერიალში ითამაშებს

ცნობილი მსახიობის, კილიან მერფის ვაჟი არან მერფი HBO-ს სერიალში ითამაშებს. შოუში, სახელწოდებით „ომი“ მისი კოლეგები სიენა მილერი და დომინიკ ვესტი იქნებიან.

სერიალი ორი იურიდიული ფირმის დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. პირველ სეზონში მოვლენები კინოვარსკვლავისა და ბიზნესმენის განქორწინების ისტორია იქნება წარმოჩენილი.

2024 წელს ცნობილი გახდა, რომ არანი ტაიკა ვაიტიტის ფილმში „კლარა და მზე“ მთავარ როლზე დაამტკიცეს, სადაც ის ჯენა ორტეგასთან და ემი ადამსთან ერთად ითამაშებს.

კილიან მერფის და მის მეუღლეს, ივონ მაკგინესს ორი ვაჟი ჰყავთ: 17 წლის არანი და 16 წლის მელაკი.

უახლესი

მსგავსი სტატიები