თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

კირ სტარმერს ბრალს სდებენ, რომ როდესაც ის ბრიტანეთის პროკურატურის (CPS) ხელმძღვანელი იყო, ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილების წერილით ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან

კირ სტარმერს ბრალს სდებენ, რომ როდესაც ის ბრიტანეთის პროკურატურის (CPS) ხელმძღვანელი იყო, ბავშვთა მიმართ სექსუალურ…

გუშინ საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის სამეფო პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას, ის პედოფილებს მხოლოდ გაფრთხილების წერილის საფუძველზე ათავისუფლებდა.

პრემიერ-მინისტრის კრიტიკოსები, საკითხთან დაკავშირებით სასწრაფო ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

კრიტიკოსებმა პრემიერ-მინისტრის პოზიცია “სრულიად მიუღებლად” შეაფასეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის ზედამხედველობდა “პედოფილების საწინააღმდეგო შემაკავებელი ორდერების” გამოყენებას, რომელიც ეჭვმიტანილებს გაფრთხილების წერილის საფუძველზე ათავისუფლებდა.

გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილია იმ დროინდელი დოკუმენტები, როდესაც სტარმერი ბრიტანეთის მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. დოკუმენტში აღწერილია თუ როგორ “ადგენდა და ათანხმებდა” პრემიერ-მინისტრი პოლიციის უფროსებთან გამაფრთხილებელ წერილებს, რომლებიც ინფორმატორების თქმით, ბავშვების გაუპატიურებაში ეჭვმიტანილებს ეგზავნებოდათ.

პრემიერის ოფისი ხაზს უსვამს, რომ გამაფრთხილებელი შეტყობინებები შედგენილია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში. კირ სტარმერის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი “არ ცვლიან სისხლისსამართლებრივ დევნას”, არამედ „იცავენ ახალგაზრდების უსაფრთხოებას და ხშირად მიმდინარე გამოძიების ნაწილსაც”.