ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის მიხედვით სრულად განახლდა კალათბურთის, მაგიდის ტენისისა და ჩოგბურთის დარბაზები, ასევე, მოწესრიგდა შენობის ფასადი, სახურავი, კეთილმოეწყო ეზო. სკოლა 450-მდე სპორტსმენზეა გათვლილი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 2 694 751 ლარით დაფინანსდა.
განახლებული სპორტული სკოლა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ზაზა ლომინაძემ, ვიქტორ სანიკიძემ და გივი ჭიჭინაძემ დაათვალიერეს.




