ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ციფრული ტექნოლოგიით დაინტერესებული 30 ლაგოდეხელი ახალგაზრდის სწავლა სრულად დააფინანსა.
მსურველებმა “ედუსითი გეოს” საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, შეისწავლეს ვებდეველოპერის, ვებსაიტების, აპლიკაციების შექმნისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებები.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ლაგოდეხის მერმა პირადად გადასცა.


